მევლუდ მთიულიშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ აბუსერიძის გუნდი რაგბის განვითარებისთვის ღირსეულად განაგრძობს იმ გზას, რომელიც მოედნიდან ერთად დავიწყეთ"

მევლუდ მთიულიშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ აბუსერიძის გუნდი რაგბის განვითარებისთვის ღირსეულად განაგრძობს იმ გზას, რომელიც მოედნიდან ერთად დავიწყეთ"

უკანასკნელ დღეებში არაერთმა ვეტერანმა მორაგბემ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ქართულ რაგბიში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად 111-მა ვეტერანმა მორაგბემ მოაწერა ხელი, აბუსერიძის მხარეს მცირე ჯგუფი უწოდა და რაგბში დესტაბილიზაციის შემოტანაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი, აბუსერიძის მომხრეებმა გაცილებით ვრცელი 400-კაციანი ხელმოწერა გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ტყემალაძის მომხრეები საკუთარი მცირე ჯგუფის, მრავალრიცხოვნად გამოყვანას ცდილობენ საზოგადოებისთვის და სურთ, რომ გულშემატკივარი შეცდომაში შეიყვანონ.  

ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ვეტერან ბურჯს მევლუდ მთიულიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც 1991-2004 წლებში "ბორჯღალოსნების" კვართით 30-ჯერ ითამაშა. 50 წლის მთიულიშვილი ერთ-ერთი პიონერი "ბორჯღალოსანია", რომელმაც საქართველოს ნაკრების მეოთხე ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა - ეს იყო 1991 წლის 21 ნოემბერს რუსთავში უკრაინასთან გამართულ ტესტ-მატჩში. მაშინ ეროვნული ნაკრები გაცილებით იშვიათად თამაშობდა, ვიდრე უკანასკნელ წლებში, ამიტომაც კეპების მოხვეჭა გაცილებით რთული იყო და 13-წლიან სანაკრებო კარიერაში 30 მატჩის ჩატარება ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო. მთიულიშვილი სხვადასხვა ფრანგულ კლუბებში, მათ შორის "ორიაკში" თამაშობდა, რომელიც ქართველი მორაგბეების სიმრავლითაა ცნობილი და ვეტერანი ბურჯი ამჟამადაც სწორედ "ორიაკში" ცხოვრებს. ის სარაგბო საქმიანობას არ ჩამოშორებია და დღესაც ადგილობრივ ბავშვებს ავარჯიშებს. 

მევლუდ მთიულიშვილი - მაღლა რიგში მარცხნიდან პირველი.  

მთიულიშვილმა მხარდაჭერა ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს გამოუცხადა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია აბუსერიძის გუნდის პროფესიონალიზმში, სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით წვლილი, რომ ქართული რაგბის ასეთი განვითარება მოხდა და თვლის, რომ ირაკლი აბუსერიძეს, რომელიც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია, მუშაობის დაწყების საშუალება უნდა მიეცეს. დანარჩენს კი ჩვენს ვრცელ ინტერვიუში იხილავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)