სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობა 10 მარტს შედგება.
როგორც იცით, 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. ერთადერთ დარეგისტრირებულ კანდიდატის იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ 42 ხმა დარეგისტრირდა, ქვორუმის შესადგენად საჭირო კი 51 ხმა იყო. განმეორებით კრებაზე 38 ხმაა საჭირო.
10 მარტს ჩანიშნულ ყრილობას დე ფაქტო არჩევნებს უწოდებენ ირაკლი აბუსერიძის მომხრეები. დღეს "მედიაცენტრ მთავარში" ვეტერანმა მორაგბეებმა მამუკა ნამიჩეიშვილმა და ბობა კვინიხაძემ განაცხადეს, რომ ყრილობა ავჭალის სტადიონის ნაცვლად, გამოფენის ტერიტორიაზე მდებარე პავილიონში ჩაინიშნა. მათი თქმით, გამგეობამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კერძო საკუთრებაზე აბუსერიძის მომხრეები არალეგიტიმური არჩევნების გასაპროტესტებლად არ შეუშვან, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ. ორივე მათგანმა კვლავ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ აბუსერიძის მომხრე კლუბებზე დიდი ზეწოლაა და ეს "წიქარას" წარმომადგენლებმა საჯაროდ დაადასტურეს. ნამიჩეიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მუნიციპალური კლუბების მინდობილობები ისეთ ადამიანებზე იყო გაცემული, რომლებიც რაგბთან შეხებაში არ არიან და ამის მაგალითად ვინმე დარბაიძე მოიყვანა, რომელსაც სამივე აჭარული კლუბის მინდობილობა ჰქონდა. აქედან ორმა კლუბმა კი, 30 დეკემბრის არჩევნებზე მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, რომელიც შემდგომ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტირა. აბუსერიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, გამგეობამ კი რეესტრის გადაწყვეტილებამდე ყრილობა 24 თებერვალს ჩანიშნა, რომელიც როგორც ზემოთ ვთქვით, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.