"კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამას მალე დაინახავენ" - ვიქტორ კოლელიშვილის მხარდაჭერა აბუსერიძეს

"კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამას მალე დაინახავენ" - ვიქტორ კოლელიშვილის მხარდაჭერა აბუსერიძეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე ვიქტორ კოლელიშვილი ქართულ რაგბში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კოლელიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე გახლდათ, აცხადებს, რომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტია და მის გვერდით, მორაგბეების დიდი ნაწილი დგას. მათ შორის ისეთი მოთამაშეების, რომელთაც ქართული რაგბის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

“ფაქტია, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს არ სურს რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან შიდა საქმეებში. არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურად სცნეს, რასაც არ მივესალმებით მორაგბეების ის ნაწილი, რომლებსაც მართლა ბევრი გვაქვს რაგბისთვის გაკეთებული. ძალიან ბევრი გამორჩეული მორაგბე ირაკლი აბუსერიძის გვერდითაა. კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამას მალე დაინახავენ.

იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს და ქართული რაგბის სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდათ, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის პროგრესისთვის და ვიღაცეებმა მათ ხელი არ უნდა შეუშალონ”, -
განაცხადა კოლელიშვილმა, რომელიც 2017 წელს "კლერმონის" რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 50 კეპი აქვს მოხვეჭილი და ორ მსოფლიო თასზე (2011, 2015) აქვს ნათამაშები. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)