სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულად კი საარჩევნო პროცესს გამოეხმაურა, რომელიც რამდენჯერმე ჩაიშალა, ხოლო 30 დეკემბრის შედეგები, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტირა.
მიუხედავად იმისა, რომ 30 იანვარს რეესტრის საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ იყო, გამგეობამ სხდომა ჩაატარა და მორიგი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს ჩანიშნა, რომელში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტირდა, რომელიც როგორც გაირკვა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა 24 თებერვლის არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა, რაც მოგვიანებით "წიქარას" წარმომადგენელმა და პრეზიდენტმა დაადასტურეს.
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოვლად მიუღებელია სპორტულ ფედერაციებში სახელმწიფოს ჩარევა და სპორტი პოლიტიკური პარტიული წნეხისგან უნდა იყო გათავისუფლებული.
"ორიოდე სიტყვა რაგბსა და ზოგადად სპორტზე,
სანამ პოლიტიკური პარტიული წნეხისგან სპორტი და ფედერაციები არ განთავისუფლდება, ყოველთვის ასეთი გაურკვევლობა, დაპირისპირება და დამარცხებათა სერია გვექნება.
შეეშვით რაგბს, ფეხბურთს, ჭიდაობას და სპორტის სხვა სახეობებს, მიეცით უფლება თვითონ სპორტსმენებმა, პროფესიონალებმა, სფეროს ვეტერანებმა და იმ ადამიანებმა ვისაც მართლა უყვართ სპორტი თავისუფლად და ყოველგვარი მითითებების გარეშე გადაწყვიტონ ვინ იქნება მათი რჩეული, პრეზიდენტი თუ გენერალური მდივანი.
შეეშვით საბჭოური მეთოდებით სპორტის და არა მარტო სპორტის მართვას, შეეშვით საკუთარ გავლენის სფეროდ მის ქცევასა და კორუფციულ სქემებში ჩართვას!
საზოგადოების უფლებაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის საშუალება ჰქონდეს ყველგან!
მოაშორეთ კულუარული მმართველობის ბინძური ხელი ქართულ სპორტს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე 1992-2019 წლებში "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2016 წლიდან "თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.