სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის გუშინ ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა, რადგან ქვორუმი ისევ არ შედგა - ამის შესახებ გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა და გამგეობის წევრმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადეს.
გამოცხადდა 24 სუბიექტი, საერთო ხმების რაოდენობა - 42. არჩევნების ჩასატარებლად კი 50 ხმა იყო საჭირო.
განმეორებითი არჩევნები ათიდან ოცდაათი დღის ვადით უნდა ჩატარდეს.
ჩაშლილი ყრილობის შემდეგ კომენტარი გააკეთა, ერთადერთმა დარეგისტრირებულმა კანდიდატმა იოსებ ტყემალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით ყრილობაზე ქვორუმი არ შედგა, ის საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.
"განმეორებითი ყრილობა ჩატარდება, ხმათა უმრავლესობა მაქვს. დელეგატებს ავუხსენი რატომ იყო მნიშვნელოვანი ყრილობის ჩატარება, საქართველოს ნაკრებს თამაშები აქვს და ვთხოვე დრო აღარ დაგვეკარგა. უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ზეწოლაც იყო. შემოსასვლელშიც ნახეთ გადაჭარბებული ემოციები და იყო კლუბების მიმართ შეურაცხყოფაც, რაც დაუშვებელია.
სარაგბო თემთან მუშაობას და კლუბებთან შეხვედრებს ისევ ვაგრძელებთ, მაგრამ ნდობა თუ ვერ მოვიპოვე და განმეორებით ყრილობაზე ქვორუმი არ შედგება, ვიტყვი, რომ რაგბიში არაფერი მესაქმება და კანდიდატურას აღარ წამოვაყენებ", - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა, რაც მოგვიანებით "წიქარას" წარმომადგენელმა და პრეზიდენტმა დაადასტურეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.