სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 თებერვალს ჩანიშნულ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24 კლუბმა წარადგინა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერი გუნდი. ისინი ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა უკვე აირჩია კანონიერი პრეზიდენტი 30 დეკემბერს და 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა არალეგიტიმურია. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფი მაღალი თანანამდებობის მქონე ადამიანებთან პირად კონტაქტებს იყენებს და კვლავ ხდება მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ირაკლი მაჩხანელის თქმით, ოპონენტებისთვის უფრო ხელსაყრელი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ბაჩო ხურციძის ნაცვლად, ტყემალაძის დასახელება.
"განსხვავება ბაჩო ხურციძისგან სოსო ტყემალაძის ის არის, რომ მან თავის თავზე თვითონ აიღო ზეწოლების ორგანიზება და ბაჩოს სჭირდებოდა გია კობახიძის, ირაკლი კობახიძის მამის, და გივი ჭიჭინაძის დახმარება. იმდენჯერ ვახსენეთ, რომ ალბათ შეწუხდა ის ხალხიც და ეს კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის", - თქვა მან.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ის დადის კლუბებში და ამბობს, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრია" - "მთავარი არხის" ჟურნალისტის ამ კითხვას მაჩხანელმა ასე უპასუხა: "იცით რა არის, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები მოვისმინეთ თვითონ კლუბებისგან, რომლებთანაც იარა."
არსებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.