სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 თებერვალს ჩანიშნულ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24 კლუბმა წარადგინა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერი გუნდი. ისინი ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა უკვე აირჩია კანონიერი პრეზიდენტი 30 დეკემბერს და 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა არალეგიტიმურია. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფი მაღალი თანანამდებობის მქონე ადამიანებთან პირად კონტაქტებს იყენებს და კვლავ ხდება მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა. კომენტარი თავად გააკეთა აბუსერიძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერი გარე ჩარევა რაგბისთვის დამაზიანებელი იქნება.
"როდესაც გარე ძალები ერევიან და ესე სარგებლობენ თავისი გავლენებით, ეს ყოველთვის უფრო ხლიჩავს, უფრო ანადგურებს და ამით უფრო ნგრევისკენ მიდის ქართული რაგბი. დადის კლუბებთან, ჯერ 600 მილიონი მოჰქონდა, მერე 200 მილიონი, დღეს 20 მილიონზე ჩამოვიდა" , - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ სოსო ტყემალაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე "მთავარ არხთან" საუბარში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ტყემალაძე პირდაპირ ამბობს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კანდიდატია, აბუსერიძემ უპასუხა: "მე მაგას ვერ დავეთანხმები. ამ ადამიანს მეტი სათქმელი არაფერი არ აქვს, იმიტომ, რომ მას ქართულ რაგბთან არანაირი კავშირი არ ჰქონია."
არსებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.