როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 თებერვალს ჩანიშნულ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24 კლუბმა წარადგინა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერი გუნდი. ისინი ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა უკვე აირჩია კანონიერი პრეზიდენტი 30 დეკემბერს და 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა არალეგიტიმურია. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფი მაღალი თანანამდებობის მქონე ადამიანებთან პირად კონტაქტებს იყენებს და კვლავ ხდება მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა. საქართველოს ნაკრების და "ლოკომოტივის" ვეტერანი მორაგბის ბობა კვინიხიძის თქმით, მათ მუნიციპალური კლუბებიდან ურეკავენ და დახმარებას სთხოვენ.
"ხდება რაგბის ოკუპაცია, მეორდება ის 100 წლის შემდგომ, ზუსტად ერთი ერთში. ამ კოლაბორაციონისტების მიერ შემოგდებული, 30 იანვარს ჩატარებული შულავერის კომიტეტი ანუ გამგეობას ვგულისხმობ. მაშინ იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, ახლა არიან... სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, იმედია თავის თავზე მიიღებენ. შემოგდება უნდათ ამ ადამიანის, პრარაბის, საქმეთა მწარმოებლის.
რაც შეეხება მუნიციპალურ კლუბებს, ყველა მუნიციპალური კლუბი გადატეხეს, აი როგორი ზეწოლა იყო: ბიჭები გვირეკავენ, გვეხვეწებიან გვიშველეთო, მაგრამ ჩვენ რა ბერკეტი გვაქვს შველის. კი შეგვიძლია მშვიდობიანი გზებით ვაპროტესტოთ, სამართლებრივად მივყვეთ და ალბათ უნდა დაველოდოთ სახელმწიფოს, არ ვიცი რა უნდა მოხდეს.
ჩვენც გვსმენია, გვეუბნებიან კლუბები, რომ იძახის იმის კაცი (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი) ვარო, მაგრამ არ ვიცით, ეგ თვითონ ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. ესე იძახის და ბოროტად იყენებს იმ კაცის სახელს", - განაცხადა ბობა კვინიხიძემ "მთავარ არხთან" საუბარში.
არსებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.