სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ ჩატარებული კოვიდტესტირების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ინფიცირებულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
ბოლო ტესტირებამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები კვაჭი ჟულიან მარშანი და უკანახაზელი არტურ ვინსენი არიან. იქამდე კი, კოვიდ 19 ანტუან დუპონს, გაბინ ვილიერს და მოჰამედ აუასს დაუდასტურდათ. გარდა ამისა, დავირუსებულნი არიან მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე, ასისტენტი უილიამ სერვა და სტაფის კიდევ ერთი წევრი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში არიან და და საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის ახალი განკარგულების თანახმად, შვიდის ნაცვლად ათი დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდინფიცირებულების თვითიზოლაციის ვადა შვიდიდან ათ დღემდე გაზრდილიყო, რათა მოხდეს კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" შეჩერება.
ხუთივე მორაგბე 28 თებერვალს 6 ერის მესამე ტურში შოტლანდიასთან გასამართ საშინაო მატჩს გამოტოვებენ. უკვე ცნობილია იმ 31 მორაგბის ვინაობა, რომლებიც "ნარშავებთან" მატჩისთვის მოემზადებიან.![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.