სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

არგენტინული "ხაგუარესი" ახლო მომავალში, შესაძლოა, პრო 14-ში ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური გამოცემები ავრცელებენ.
არგენტინის რაგბის კავშირს პრო 14-თან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს და როგორც ირკვევა, ტურნირის ხელმძღვანელობაც ინტერესდება არგენტინელთა დამატებით. ოღონდაც, პრო 14-ში ჩართვის შემთხვევაში, "ხაგუარესის" საშინაო ადგილი ბუენოს აირესი აღარ იქნება და ევროპაში მოუწევთ გადაბარება - კონკრეტულად კი, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში.
როგორც იცით, პანდემიის დაწყების შემდეგ სუპერ რაგბი დაიშალა: ავსტრალიელებმა და ახალზელანდიელებმა საშინაო პირველობები წამოიწყეს, წელს კი გაერთიანებულ ტრანს-ტასმანის ტურნირს ითამაშებენ, სადაც ხუთ-ხუთი ფრენჩაიზი ეყოლებათ. სამხრეთაფრიკელებმა გეზი ევროპისკენ აიღეს და ოთხი ფრენჩაიზი "სტორმერსი", "შარქსი", "ბულზი" და "ლაიონსი" პრო 14-ს დაემატებიან, ხოლო "საუზერნ კინგსი" და "ჩიტასი" შეჯიბრებას დატოვებენ, რომელიც ახალი სეზონიდან პრო 16 გახდება. როგორც ხედავთ, "სანზაარის" ქვეყნებიდან მხოლოდ არგენტინელთა ფრენჩაიზი დარჩა ჰაერში, მაღალი დონის შეჯიბრების გარეშე.
აქედან გამომდინარე, არგენტინის რაგბის კავშირმა ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყო მუშაობა და მოლაპარაკებები პრო 14-თან წამოიწყო. იმ შემთხვევაში, თუ პრო 14-ის საბჭო "ხაგუარესის" დამატებას დათანხმდება, ეს უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება. არგენტინელთა სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან მათ მაღალი დონის ფრენჩაიზი სჭირდებათ, რომელშიც ნაკრების მორაგბეების უდიდესი ნაწილი ითამაშებს. სუპერ რაგბის დაშლის შემდეგ კი, "ხაგუარესი" თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.
როგორც ცნობილია, პრო 14-ის 28%-იანი წილი კერძო ფირმა CVC-მ შეიძინა, რომელსაც სურს ტურნირის შემდგომი გაფართოება და ისინი მომხრე არიან არგენტინელთა დამატების, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ტურნირს მეტ სატელევიზიო შემოსავალს მოუტანს. ირკვევა, რომ გაფართოების მომხრეები არ არიან უელსელთა წარმომადგენლები, რომლებიც მომხრენი არიან, რომ უფრო მეტი ანგლო-საქსური შეხვედრები გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კომპანია CVC ინგლისის პრემიერშიპის 27%-იან წილსაც ფლობს და არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალში, კომერციული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ორივე ტურნირი გაერთიანდეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.