სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ანი რეხვიაშვილი
დიდი 10-ის "ა" ჯგუფის მეცხრე ტურში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ლელო სარასენსს" დაუხვდა და 10:17 დამარცხდა.
იმისთვის, რომ პლეი-ოფში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა, "ლელო სარასენსს" ბონუსით მოგება სჭირდებოდა, რასთანაც ახლოს იყო კიდეც. სტუმრებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს და 17:3 იგებდნენ კიდეც, თუმცა 68-ე წუთზე ლელო გაუშვეს, რის გამოც ბონუსი დაკარგეს, ხოლო "აკადემიამ" პირიქით, ამ ლელოს წყალობით დაცვითი ბონუს ქულის აღება მოახერხა. "აკადემიის" რიგებიდან ლელო კაპიტანმა გიორგი გოგლიძემ დადო, სტუმართაგან კი თავის გამოჩენა ბექა მამუკაშვილმა, თენგიზ ზამთარაძემ და თენგიზ პერანიძემ შეძლეს.
"აკადემია" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, თუმცა 29 ქულით კვლავ "ა" ჯგუფის ლიდერია და პლეი-ოფში თამაში თითქმის გაინაღდა, რადგან "ლელო სარასენსი" მას ქულებით ვერ დაეწევა, ხოლო "იუნკერები" და "ლოკომოტივი" გადადებულ მატჩში ერთმანეთს ეთამაშებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.