სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე საათის წინ გაუწყეთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ანტუან დუპონს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარასკევს PCR ტესტირება 31 მორაგბეს ჩაუტარდა, საიდანაც 12 მოთამაშის პასუხი გუშინვე იყო ცნობილი: 11 ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო ერთმა, დუპონის ტესტმა - დადებითი.
დღეს კი დარჩენილი 19 მორაგბის ტესტირების შედეგებიც გამოვლინდა, რომელმაც აჩვენა, რომ საფრანგეთის ნაკრების ბანაკში კიდევ ორი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ ფრთა გაბინ ვილიერს და ბურჯ მოჰამედ აუასს. ამრიგად, "ლე ბლეს" რიგებში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
ზემოხსენებული სამი მორაგბის გარდა, დავირუსებულნი არიან მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე, ასისტენტი უილიამ სერვა და სტაფის კიდევ ერთი წევრი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში არიან და საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის ახალი განკარგულების თანახმად, შვიდის ნაცვლად ათი დღე მოუწევთ იზოლაციაში ყოფნა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდინფიცირებულების თვითიზოლაციის ვადა შვიდიდან ათ დღემდე გაზრდილიყო, რათა მოხდეს კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" შეჩერება.
სამივე მორაგბე 28 თებერვალს 6 ერის მესამე ტურში შოტლანდიასთან გასამართ საშინაო მატჩს გამოტოვებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.