რეკორდული სხვაობა დიდ 10-ში: ბათუმმა გორში 136-ქულიანი სხვაობით იმარჯვა (VIDEO)

რეკორდული სხვაობა დიდ 10-ში: ბათუმმა გორში 136-ქულიანი სხვაობით იმარჯვა (VIDEO)

დიდი 10-ის მეცხრე ტურის "ბ" ჯგუფში კრიზისში მყოფი "ჯიქი" გორში "ბათუმს" დაუხვდა და ასტრონომიური ანგარიშით 3:139 დამარცხდა, რითაც დიდ 10-ში სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა.

უნდა ითქვას, რომ გორელებს შემადგენლობის მხრივ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდათ და ძირითადი გუნდის ნაცვლად, ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეებმა იასპარეზეს, რომელთაც სათადარიგოთა სკამზე შემცვლელებიც კი არ ჰყავდათ. გორელები გასულ ტურში "აიასთან" 0:71 დამარცხდნენ, დღეს კი კიდევ უფრო გაუჭირდნენ და უმაღლესი დივიზიონისთვის ძალიან შეუფერებელი ანგარიში დაფიქსირდა. 

"ბათუმმა" მეტოქეს 21 (!) უპასუხო ლელო დაუდო, რომელთგან 17 გარდასახვა ზუსტი იყო. "ჯიქმა" მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა.

აჭარლები 30 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო გორელები 6 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)