სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ოთხშაბათს გაუწყეთ, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს კორონავირუსი დაუდგინდა და მასთან ერთად ინფიცირებული გახლდათ სტაფის კიდევ ერთი წევრი.
საფრანგეთის ნაკრებს მომდევნო ტესტირება პარასკევს ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ "ლე ბლეს" ერთ-ერთი ლიდერი ანტუან დუპონი ინფიცირებულია. ტესტირება 31 მორაგბეს ჩაუტარდა, საიდანაც 11 პასუხი უარყოფითია, დუპონის ტესტი დადებითია, ხოლო დანარჩენი მორაგბეების ტესტირების პასუხები ჯერჯერობით უცნობია.
დუპონს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა პროტოკოლის თანახმად იზოლაციაში გადავიდა და საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის ახალი განკარგულების თანახმად, შვიდის ნაცვლად ათი დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდინფიცირებულების თვითიზოლაციის ვადა შვიდიდან ათ დღემდე გაზრდილიყო, რათა მოხდეს კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" შეჩერება.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ჩატარებულ ტესტირებაზე ყველა მორაგბის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ვირუსი მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს დაუდასტურდა, დუპონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოითქვა, რადგან ის ორშაბათს მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა გალტიესთან, რომლებიც ინტერნეტით გადაცემულ დაჯილდოების ცერემონიალზე იყვნენ ჩართულნი და არცერთ მათგანს ნიღაბი არ ეკეთა.
ამრიგად, დუპონი 28 თებერვალს 6 ერის მესამე ტურში შოტლანდიასთან გასამართ საშინაო მატჩს გამოტოვებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.