სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გიორგი კილაძე
დიდი 10-ის "ბ" ჯგუფის მეცხრე ტურში ქუთაისური დერბი გაიმართა, რომელშიც "აიამ" "არესი" ბონუსით 46:17 დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.
"აიამ" თანაქალაქელი გუნდი რვაჯერ დაალელოვა, საპასუხოდ კი სამი ლელო მიიღო. დუბლი შეასრულა ლაშა შალიკაშვილმა, ხოლო თითო ლელო ზურაბ ძნელაძის, დავით გასვიანის, იურა კენჭაძის, საბა ხონელიძის, ლაშა გოგიაშვილის და იაგო ხაბულიანის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა. სტუმართაგან ლელოები ნიკა ძნელაძემ, არჩილ ღონღაძემ და ბექა ვარდანიძის ანგარიშზეა.
"აია" გათამაშებას 38 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო "არესი" 17 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა პლეი-ოფში, თუ "ყოჩები" "არმაზთან" ქულის გარეშე წააგებს, შემდეგ კი ბოლო ტურში "ყოჩებს" ბონუსით დაამარცხებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.