სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იუსტიციის სახლის შემდეგ, მორაგბეების მორიგი აქცია გუშინ კანცელარიასთან გაიმართა.
მოთხოვნა უცვლელია: მაღალი თანამდებობის გარკვეულმა პირებმა შეწყვიტონ სარაგბო საქმიანობაში ჩარევა და საშუალება მისცენ 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის მართვა დაიწყოს. აქციაზე შეკრებილნი იყვნენ, როგორც სხვადასხვა კლუბების მორაგბეები, მწვრთნელები და მენეჯერები, ასევე ყველასთვის ცნობილი ვეტერანი "ბორჯღალოსნები". ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ირაკლი აბუსერიძის არჩევა ლეგიტიმურად მოხდა და 30 დეკემბერს გამართული არჩევნები თავად იმ გამგეობის მიერ გახლდათ ჩანიშნული, რომელმაც შემდგომში არალეგიტიმური უწოდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ აბუსერიძე ძველი გამგეობისთვის არასასურველი კანდიდატია.
აქციაზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ილია ზედგინიძე, რომელსაც "ბორჯღალოსნების" რიგებში 1998-2011 წლებში 65 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე 15 გატანილი ლელოა. ზედგინიძეს ნაკრებისთვის 37-ჯერ უკაპიტნია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჩამორჩება, რომელსაც "ბორჯღალოსნები" მოედანზე 39-ჯერ გაუყვანია. ილიას 2003, 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია.
ზედგინიძე აბუსერიძეს მხარს საარჩევნო პროცესის დაწყებისთანავე უჭერდა, ამასთანავე, ილიამ 2016 წელს თავად იყარა პრეზიდენტობაზე კენჭი და გოჩა სვანიძესთან მცირე სხვაობით (32/35 ხმები) დამარცხდა. ზედგინიძე აქამდე საფრანგეთში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში დაბრუნდა და გუშინ საჯაროდაც გამოჩნდა, სადაც აბუსერიძის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ყოფილ მორაგბეებს არამარტო სოლიდარობას ვუცხადებ, ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრი ვარ ამ შემთხვევაში. ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ ჩემს პოზიციას.
ბევრია პრობლემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გადაწყვეტა თავად მორაგბეებს შეგვიძლია და სწორედ ამისთვის ვარ აქ მოსული. პირადად ჩემი მხარდაჭერა აქვს ირაკლი აბუსერიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა.
ეს აქცია ალბათ ორ მიზანს ემსახურებოდა, პირველ რიგში კი იმას, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვთვლით, რომ მორაგბეებმა თავისი მომავალი თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება და როგორ იქნება ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ", - განაცხადა "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა.
დიდი ხანია არსებობს ჭორები, რომ ირაკლი აბუსერიძის ოპონენტი გუნდის მხრიდან ახალი კანდიდატი იქნებოდა დასახელებული და ეს ადამიანი სოსო ტყემალაძე უნდა ყოფილიყო, რაც როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება და გუშინ ამაზე მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტყემალაძე სარაგბო კლუბებსაც ხვდება, თუმცა გუშინ კანცელარიასთან შეკრებილი მორაგბეებისთვის აღნიშნული კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.