სოსო ტყემალაძე: "ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია იმაზე საუბარი, დამიჭერს თუ არა მხარს"

სოსო ტყემალაძე: "ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია იმაზე საუბარი, დამიჭერს თუ არა მხარს"

რამდენიმე კვირაა, რაც კულუარებში გაიჟღერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაგბის კავშირის ახალი ყრილობა ჩაინიშნებოდა, ახალი კანდიდატი სოსო ტყემალაძე გამოჩნდებოდა. 

ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმანის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. დღეს ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა. 

სოსო ტყემალაძეს "ტელეკომპანია პირველი" დაუკავშირდა და მცირე კომენტარი ჩაწერა. 

- კლუბებს ჰპირდებით, რომ ასეულობით მილიონი ლარი იქნება რაგბის კავშირის ბიუჯეტი?

- ტყუილია. ასეთი რამ არ არსებობს, ტყუილია. აბასთუმან-წყალტუბოში ჩართული ვარ და როგორც ქვეყანას შეშვენის, მეც ისე ჩემს ძალას და ენერგიას ვახმარ.

- ბიძინა ივანიშვილი არ დაგიჭერთ მხარს პირადად თქვენ?

- ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ ეს, მაგრამ მემგონი, რომ რაგბს რასაც მხარს უჭერს, მაგაზე მეტი მხარდაჭერა აღარ არსებობს. არ მქონია ამაზე საუბარი დამიჭერს თუ არა მხარს და ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. 

როგორც იცით, იუსტიციის სახლის შემდეგ, დღეს მორაგბეების მორიგი აქცია დღეს კანცელარიასთან გაიმართა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი კლუბების წარმომადგენლებმა და მორაგბეებმა დაადასტურეს, რომ ტყემალაძე სარაგბო კლუბებსაც ხვდება, თუმცა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი მორაგბეებისთვის აღნიშნული კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე. 




კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)