ირაკლი მაჩხანელი: "ტყემალაძეზე ერთადერთი რაც გავარკვიეთ ის არის, რომ ლევან მაისაშვილის მეჯვარეა"

ირაკლი მაჩხანელი: "ტყემალაძეზე ერთადერთი რაც გავარკვიეთ ის არის, რომ ლევან მაისაშვილის მეჯვარეა"

იუსტიციის სახლის შემდეგ, მორაგბეების მორიგი აქცია დღეს კანცელარიასთან გაიმართა.

მოთხოვნა უცვლელია: მაღალი თანამდებობის გარკვეულმა პირებმა შეწყვიტონ სარაგბო საქმიანობაში ჩარევა და საშუალება მისცენ 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის მართვა დაიწყოს. აქციაზე შეკრებილნი იყვნენ, როგორც სხვადასხვა კლუბების მორაგბეები, მწვრთნელები და მენეჯერები, ასევე ყველასთვის ცნობილი ვეტერანი "ბორჯღალოსნები". ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ირაკლი აბუსერიძის არჩევა ლეგიტიმურად მოხდა და 30 დეკემბერს გამართული არჩევნები თავად იმ გამგეობის მიერ გახლდათ ჩანიშნული, რომელმაც შემდგომში არალეგიტიმური უწოდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ აბუსერიძე ძველი გამგეობისთვის არასასურველი კანდიდატია.

დიდი ხანია არსებობს ჭორები, რომ ირაკლი აბუსერიძის ოპონენტი გუნდის მხრიდან ახალი კანდიდატი იქნებოდა დასახელებული და ეს ადამიანი სოსო ტყემალაძე უნდა ყოფილიყო, რაც როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება და დღეს ამაზე მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტყემალაძე სარაგბო კლუბებსაც ხვდება, თუმცა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი მორაგბეებისთვის აღნიშნული კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე. 

სოსო ტყემალაძესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი მაჩხანელს ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ტყემალაძის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს, სარაგბო სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობი ფიგურაა და კონკრეტულად მხოლოდ ის იცის, რომ ტყემალაძე ლევან მაისაშვილის მეჯვარეა. გარდა ამისა, მაჩხანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ მომხრე მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ყველას მოუწოდა, რომ ასეთი რაღაცის გაკეთებისგან თავი შეიკავონ. 

"როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის მამა გია კობახიძემ და გივი ჭიჭინაძემ, ვისაც უნდათ, რომ რაგბი წაგვართვან, შეცვალეს სტრატეგია, ახლა უნდათ, რომ პირდაპირ დაგვისვან პრეზიდენტად ვინმე სოსო ტყემალაძე. ყველა გუბერნატორის და მერის სახელები და გვარები ვიცით, ყველა ამ ადამიანის გამოყენებით უნდათ, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე და მინდა აქედანვე მოვუწოდო, რომ ღმერთი არავის არ გაუწყრეს და ნუ ჩაერევიან, ნუ აბულინგებენ ჩვენს ამომრჩეველს.

სოსო ტყემალაძეზე დიდი არაფერი არ მსმენია. ერთადერთი რაც გავარკვიეთ ის არის, რომ საქართველოს ნაკრების მოქმედი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა. სხვა ინფორმაცია მე პირადად არ გამაჩნია, თუმცა არსებობს სხვადასხვა ცნობები, რომ დაახლოებული პირი არის ამ მაღალჩინოსნებთან", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფრთამ და ამჟამად "არმაზის" მთავარმა მწვრთნელმა.    

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)