სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იუსტიციის სახლის შემდეგ, მორაგბეების მორიგი აქცია დღეს კანცელარიასთან გაიმართა.
მოთხოვნა უცვლელია: მაღალი თანამდებობის გარკვეულმა პირებმა შეწყვიტონ სარაგბო საქმიანობაში ჩარევა და საშუალება მისცენ 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის მართვა დაიწყოს. აქციაზე შეკრებილნი იყვნენ, როგორც სხვადასხვა კლუბების მორაგბეები, მწვრთნელები და მენეჯერები, ასევე ყველასთვის ცნობილი ვეტერანი "ბორჯღალოსნები". ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ირაკლი აბუსერიძის არჩევა ლეგიტიმურად მოხდა და 30 დეკემბერს გამართული არჩევნები თავად იმ გამგეობის მიერ გახლდათ ჩანიშნული, რომელმაც შემდგომში არალეგიტიმური უწოდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ აბუსერიძე ძველი გამგეობისთვის არასასურველი კანდიდატია.
აქციაზე იმყოფებოდა "ბორჯღალოსანი" გიორგი აფციაური, რომელმაც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ცდილობენ სოსო ტყემალაძის შემოგდებას არჩევნებში, იქ სადაც არჩევნები უკვე არის ჩატარებული და გვყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ჩვენ საკუთარ არჩევანს არ დავთმობთ, ეს იქნება კობახიძე, ჭიჭინაძე თუ სხვა მთავრობის ჩარეული წევრები, ჩვენ ჩვენი სიმართლე გაგვაჩნია, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. 24 თებერვლის არჩევნები ჩატარდება თუ არა, ეს არაფერს შეცვლის, რადგან ჩვენ, მორაგბეებს გვყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე", - განაცხადა აფციაურმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების კვართი 25-ჯერ აქვს მორგებული და 2015 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია.
დიდი ხანია არსებობს ჭორები, რომ ირაკლი აბუსერიძის ოპონენტი გუნდის მხრიდან ახალი კანდიდატი იქნებოდა დასახელებული და ეს ადამიანი სოსო ტყემალაძე უნდა ყოფილიყო, რაც როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება და დღეს ამაზე მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტყემალაძე სარაგბო კლუბებსაც ხვდება, თუმცა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი მორაგბეებისთვის აღნიშნული კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ისინი თვლიან, რომ მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი - ირაკლი აბუსერიძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.