სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე კარიერას "აჟენში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
33 წლის პირველხაზელმა აკვიტანიურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, მათ ღირსებას 2023 წლის ივნისის ბოლომდე დაიცავს.
ბრეგვაძეს საფრანგეთში აქამდეც უთამაშია. ის 2011-2014 წლებში "ტულუზის" ღირსებას იცავდა და სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 27 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. ამის შემდეგ, ჯაბამ ინგლისს მიაშურა და ორი სეზონი "ვუსტერ უორიორსში" გაატარა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. 2017 წელს მცირე ხნით რუსულ "კრასნი იარში" ჩაირიცხა და ჩელენჯ თასზე 2-ჯერ ითამაშა, შემდეგ კი იაპონურ "სანვულვზში" გადავიდა და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც სუპერ რაგბიში ითამაშა. მან იაპონური ფრენჩაიზის მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და მოწინააღმდეგეთა ლელო 3-ჯერ აიღო. 2020 წლის მარტში სუპერ რაგბი პანდემიის გამო ჩაიშალა და ჯაბა ამის შემდგომ უკლუბოდ იმყოფებოდა.
ჯაბას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, მას შემდგომ 62 კეპი მოიხვეჭა და 3 ლელო გაიტანა. ბრეგვაძეს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია.
"აჟენს" წლევანდელ ტოპ 14-ში 15-დან 15 მარცხი აქვს და უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონში პრო დ2-ში მოუწევს თამაში. როგორც იცით, აკვიტანიელებმა ორი დღის წინ გრიგორ ქერდიყოშვილი დაიმატეს. "აჟენის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს ბორჯღალოსანი გიორგი თეთრაშვილი, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 110-ჯერ უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.