საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფაბიენ გალტიეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ირლანდიასთან გასვლაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები მარკუსში საკუთარ ბაზაზე დაიწყო და სანამ შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას დაიწყებდა, პროტოკოლის მიხედვით მთელმა გუნდმა PCR ტესტირება ჩაიტარა. ორშაბათს ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ სტაფის ერთი წევრი ინფიცირებული იყო. გარდა ამისა, საეჭვო გახლდათ "ლე ბლეს" მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს შემთხვევა, რომელსაც სამშაბათს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხი აჩვენა. ორივე ინფიცირებული თვითიზოლაციაში გადავიდა. მათ დღეის მდგომარეობით რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ და თვითიზოლაციაში ერთი კვირის განმავლობაში იქნებიან, იქამდე კი ფაბიენ გალტიე საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს.

საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებიდან კორონავირუსი არავის არ აღმოაჩნდა, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და შოტლანდიასთან მატჩისთვის მზადებას დღეს საღამოთი განაგრძობენ, ოღონდ იქამდე კიდევ ერთ ტესტირებას ჩაიტარებენ და ჩატარდება პარასკევსაც. ჯერჯერობით თამაშის ჩაშლის საფრთხე არ არსებობს.

"ლე ბლე" 6 ერის მესამე ტურში "სტად დე ფრანსზე" შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი მომდევნო კვირას თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება. ამ მომენტისთვის ტურნირს საფრანგეთი და უელსი ცხრა-ცხრა ქულით ლიდერობენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)