ოთარ გიორგაძემ მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

ოთარ გიორგაძემ მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

ოთარ გიორგაძემ მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო - წერს "ბრივის" ოფიციალური ვებგვერდი.

24 წლის მესამეხაზელი თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ის 3 იანვარს "სტად ფრანსესთან" მატჩში დაშავდა.

გიორგაძემ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო. "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელი "ბრივში" 2018 წელს გადავიდა და 39 თამაშში 12 ლელოს დადება მოახერხა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 29-ჯერ უთამაშია და მოწინააღმდეგეთა ლელო 5-ჯერ აიღო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)