სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Baptiste Fernandez
"ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ საქართველოს რაგბის კავშირისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბორდოს" დატოვებს, სიმართლეა და ის ახალი კლუბის ძიებაშია.
გორგაძე ადასტურებს, რომ "ბაიონიდან" რეალური შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და ახალ გუნდს თვე-თვენახევარში ელოდება:
"მომავალი სეზონიდან "ბორდოში" აღარ ვიქნები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტს "ბაიონთან" ვაფორმებდი და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ არ გამოვიდა. არის რაღაც ვარიანტები და ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი რეაბილიტაციაა და სრულად ამაზე ვარ გადართული", - ციტირებს გორგაძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
25 წლის გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.