სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Pool
„რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ“ – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მატჩში დაშავდა.
მორაგბეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდა, ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაგლეჯილი და მენისკი დაზიანებული. ბექას ოპერაცია 9 დეკემბერს ჩაუტარდა და სასიხარულოა, რომ მენისკი ამოსაჭრელი არ გახდა, რაც სამომავლო პერსპექტივისთვის ძალიან კარგია.
გორგაძე სულ მალე ძუნძულს შეძლებს და შესაძლოა, სეზონის ბოლოს სათამაშოდაც მზად იყოს, მაგრამ ის გარისკვას არ აპირებს და ახალ სეზონს დაელოდება:
„ქირურგმა მითხრა, რომ ოპერაციიდან 6 თვეში თამაში შემეძლება ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიდის, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ. ერთი-ორი თამაშის ჩატარებას აზრი არ აქვს და სჯობს მომავალი სეზონისთვის 100%-ით მოვემზადო“.
„ზედა ტანის დატვირთვა 4 იანვარს დავიწყე და ნელ-ნელა დატვირთვებს ვზრდი. რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპებიც გავლილი მაქვს და სავარაუდოდ იმ კვირიდან, სპეციალურ დანადგარზე ძუნძულს დავიწყებ, 2-3 კვირაში კი, მოედანზეც შევძლებ ძუნძულს“.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.