ოფიციალურად: გრიგორ ქერდიყოშვილი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

ოფიციალურად: გრიგორ ქერდიყოშვილი კარიერას საფრანგეთში განაგრძობს

საქართველოს ნაკრების და "ლელო სარასენსის" მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი კარიერას "აჟენში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 

26 წლის მეორეხაზელმა აკვიტანიურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას მომდევნო სეზონიდან შეუერთდება. ქერდიყოშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა. მას შემდგომ 5 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო გაიტანა.

"აჟენს" წლევანდელ ტოპ 14-ში 15-დან 15 მარცხი აქვს და უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონში პრო დ2-ში მოუწევს თამაში. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)