სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გიორგი კილაძე
დიდი 10-ის "ბ" ჯგუფის მერვე ტურში "არესი" "აია არენას" სათადარიგო მოედანზე "არესს" დაუხვდა და ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 25:30 დამარცხდა.
შეხვედრა ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო და მე-14 წუთზე ბებუნი კუხიანიძემ მატჩის პირველი ლელო გაიტანა. მალევე კუხიანიძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ეპიცენტრში, თუმცა ამჯერად ქუთაისელთათვის არასასურველ კონტექსტში, რადგან 23-ე წუთზე უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. სანამ კუხიანიძე წითელ ბარათს მიიღებდა, სტუმართაგან საპასუხო ლელო სანდრო სვანიძემ დადო, რომელიც რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ, გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე რევაზ არჩვაძემ "არმაზი" დაალელოვა, დავით გობეჯიშვილმა კი გარდასახვა გაიტანა და ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 15:13 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში სანდრო სვანიძემ მშვენიერი გარღვევა შემოგვთავაზა, დუბლი გაიფორმა და სტუმრები დააწინაურა. საპასუხოდ, 50-ე წუთზე დათო გობეჯიშვილმა აიღო მეტოქის ლელო და გარდასახვაც თავად გაიტანა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ჯარიმაც გაიტანა და "არესი" შვიდი ქულით დაწინაურდა. "არმაზი" ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე მასპინძლებმა შეცდომები დაუშვეს, რაც სტუმრებმა სათანადოდ გამოიყენეს და მატჩის გადარჩენა შეძლეს: 79-ე წუთზე ქუთაისელები საკუთარი 5-მეტრიანიდან ფეხით აპირებდნენ ბურთის გამოტანას, მაგრამ ლუკა კოხიამ დამრტყმელს დაუფარა, თავადვე აიღო ბურთი და ლელო დადო, რომელიც ჯინჭველაშვილმა გარდასახა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში, დაახლოებით 82-ე წუთზე "არესი" მეტოქის ნახევარზე იყო შეტევაში, როდესაც ბურთი დაკარგა, რასაც სტუმართა უსწრაფესი კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც ლევან ბრაგვაძის ბრწინვალე გარღვევით და ლელოთი დასრულდა - 25:30.
ამრიგად, "არმაზმა" მიმდინარე სეზონში მეორედ იმარჯვა და ორივე შემთხვევაში "არესის" დამარცხება მოახერხა. ირაკლი მაჩხანელის გუნდმა 10 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, ხოლო "არესი" 17 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. "არმაზმა" პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო "არესს" ამის მიზერული შანსი დარჩა: მათ ორივე მატჩის მოგება უნდა მოახერხონ, ხოლო "ყოჩებმა" - ვერც ერთის. იმ შემთხვევაში, თუ "არმაზი" და "არესი" სარელეგაციო პლეი-ოფში ითამაშებენ, "არმაზს" "არესთან" მოპოვებული ქულები გადაყვება, რაც ამ გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.