6 ერი: საფრანგეთმა ირლანდია გასვლაზე 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა და უელსთან ერთად გალიდერდა

6 ერი: საფრანგეთმა ირლანდია გასვლაზე 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა და უელსთან ერთად გალიდერდა

6 ერის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში 13:15 დამარცხდა. 

პირველ ნახევარში ირლანდიელებს 3 ქულა ბილი ბარნსმა მოუტანა, ფრანგებმა კი თითო გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს. ლელო კაპიტნის შარლზ ოლივონის ანგარიშზეა, ხოლო გარდასახვა და ჯარიმა მატიო ჟალიბერმა შეასრულა ზუსტად. ტაიმი 3:10 დასრულდა.

ფრანგებისთვის მეორე ნახევარიც კარგად დაიწყო და 54-ე წუთზე მეტოქე დამიან პენომ დაალელოვა. ირლანდიელებმა საპასუხო ლელოს დადება ორიოდე წუთში მოახერხეს, რომელიც რორი კელეჰერის, როს ბირნიმ კი გარდასახვა გაიტანა, ხოლო 64-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. ირლანდიელებმა სცადეს რომ შეეტიათ, თუმცა ფრანგებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს და პარიზში 4 ქულით ბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ირლანდია 2011 წლის შემდეგ გასვლაზე პირველად დაამარცხა. ამრიგად, 6 ერს ორი ტურის შემდეგ ცხრა-ცხრა ქულით საფრანგეთი და უელსი ლიდერობენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)