სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ლევან ვერძეული
დიდი 10-ის "ა" ჯგუფში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა: "ლელო არენაზე" ერთმანეთს პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლი "ლელო სარასენსი" და "იუნკერები" დაუპირისპირდნენ.
მასპინძელთათვის შეხვედრა კარგად დაიწყო და მატჩის დებიუტში ორი ლელოს დადება მოახერხეს: მე-7 წუთზე ლევან პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო 27-ე წუთზე ბექა მამუკაშვილმა დადო ლელო. ორივე გარდასახვა დიტო კალანდაძემ შეასრულა ზუსტად, მე-17 წუთზე კი რამაზ ხარაზიშვილმა გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 14:3 იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა და მსაჯმა მორაგბეებს ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. 23-ე და 29-ე წუთებზე ლელოელებს მოედნიდან თენგიზ პერანიძე და თენგიზ ზამთარაძე გაუსინბინეს. რიცხრობრივი უპირატესობით "იუნკერებმა" ისარგებლეს და 30-ე წუთზე ლაშა საჯაიამ პირველად აიღო მასპინძელთა ლელო, გარდასახვა კი ხარაზიშვილმა გაიტანა. ტაიმის ბოლო უკვე სტუმრებს გაუსინბინეს ბექა ბენდელიანი, თუმცა შესვენებამდე ბოლო ქულები მაინც მათ აიღეს და ხარაზიშვილმა სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა - 14:13.
მეორე ნახევარი "იუნკერებისთვის" ჩინებულად დაიწყო: 52-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა გაიტანა ჯარიმა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ოთხ წუთში მასპინძელთა ხუთმეტრიანში აკაკი ტაბუცაძეს ლაშა საჯაიამ ხელიდან გამოგლიჯა ბურთი, დუბლი გაიფორმა და სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა, ხოლო მე-60 წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შოთა თევზაძემ მასპინძელთა შუამარბ დემე თაფლაძეს წითელი ბარათი უჩვენა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მასპინძლებმა შეუტიეს, რამაც შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო, როდესაც რატი შანიძემ ლელო დადო, რომელიც კალანდაძემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
"იუნკერებმა" მაინც იმარჯვეს. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე რამაზ ხარაზიშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, რითაც გიორგი ზაბახიძის და პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს - 21:24.
"იუნკერებმა" 22 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო "ლელო სარასენსი" 17 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა. დღეს ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი შედგება: "ხარები" შინ ლიდერ "აკადემიას" მიიღებს. როგორც იცით, პლეი-ოფში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან სამი გუნდი მოიპოვებს, ხოლო ქვედა ადგილებიდან სამ-სამი გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოგებით "იუნკერებმა" პლეი-ოფისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ხოლო "ლელო სარასენსმა" პირიქით საქმე გაირთულა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.