დიდი 10: აიამ ჯიქს 11 უპასუხო ლელო გაუტანა (VIDEO)

დიდი 10: აიამ ჯიქს 11 უპასუხო ლელო გაუტანა (VIDEO)

© გიორგი კილაძე

დიდი 10-ის "ბ" ჯგუფის მერვე ტურში ქუთაისის "აია" საკუთარ მოედანზე გორის "ჯიქს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 71:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა მეტოქეს 11 უპასუხო ლელო დაუდეს: პირველ ნახევარში ექვსჯერ შეძლეს მოწინააღმდეგის ლელოს აღება, ხოლო მეორე ტაიში ხუთჯერ დაალელოვეს. მატჩის საუკეთესო მორაგბე ზვიად ორმოცაძე გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ხოლო თითო ლელოს ავტორი არიან: საბა ერემეიშვილი, იაგო ხაბულიანი, თემურ კოხოძე, გიორგი შარაშენიძე, მირიან მოდებაძე, გიორგი სინაურიძე, ირაკლი სიმსივე, ილია გაბისონია და საბა ხონელიძე. შვიდი გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილმა შეასრულა ზუსტად, ხოლო ერთი რეალიზაცია სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანა. 

"აია" დიდი 10-ის "ბ" ჯგუფს 33 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და "ბათუმს" 8 ქულით უსწრებს, ხოლო "ჯიქი" 6 ქულით "არმაზთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)