6 ერი: ინგლისმა იტალიასთან დაგეგმილი 5 ქულა მოიპოვა (VIDEO)

6 ერი: ინგლისმა იტალიასთან დაგეგმილი 5 ქულა მოიპოვა (VIDEO)

6 ერის მეორე ტურში ინგლისი "თვიქნემზე" იტალიას დაუხვდა და დაგეგმილი 5 ქულა მოიპოვა.

იტალიელებს ცუდად არ უთამაშია, თუმცა როგორც უმეტეს შემთხვევაში, ძალები ბოლომდე ამჯერადაც არ ეყოთ და მაინც უშანსოდ დამარცხდნენ. მატჩი "აძურისთვის" ძალიან კარგად დაიწყო და მეორე წუთზე მონტი იოანიმ მეტოქის ლელო აიღო, თუმცა ინგლისელებმა სათამაშო უპირატესობა მალევე იგდეს ხელს: ჯერ ოუენ ფარელმა ჯარიმით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ჯონი ჰილმა საპასუხო ლელო დადო და მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ. ხუთ წუთში პაოლო გარბისიმ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და ეს იყო ბოლო მომენტი, როდესაც "აძური" ინგლისს ქულებით წამოეწია. 25-ე წუთზე ენტონი უოტსონმა მეტოქის დაცვის ხაზი გაარღვია და მშვენიერი ინდივიდუალური ლელო დადო, ხოლო გაწითლებულ დროში ჯონი მეიმ აკრობატულ სტილში კიდის ხაზთან ბრწყინვალე ლელო მიითვალა. ტაიმი 20:8 დასრულდა.

მეორე ნახევარში ინგლისმა კიდევ სამი გარდასახული ლელო დადო და ბონუსიც აიღო. უოტსონმა დუბლი გაიფორმა, ხოლო თითო ლელო ელიოტ დეილიმ და შეცვლაზე შემოსულმა ჯეკ ვილისმა დადეს, რომელმაც ტრავმაც მიიღო და სავარაუდოდ, თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს. სტუმრებმა კი ჯარიმის და ერთი გარდასახული ლელოს გატანა შეძლეს, რომელიც ძალიან ლამაზი გამოუვიდათ და ის ტომასო ალანის ანგარიშზეა - 41:18.    

ინგლისი 6 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო იტალია 0 ქულით ბოლო საფეხურზეა. "აძურიმ" 6 ერში ზედიზედ 29-ე მატჩი წააგო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)