კვესელაძემ პრემიერშიპში ზედიზედ მეორედ ითამაშა, გლოსტერი ბოლო წუთებზე დამარცხდა (+VIDEO)

კვესელაძემ პრემიერშიპში ზედიზედ მეორედ ითამაშა, გლოსტერი ბოლო წუთებზე დამარცხდა (+VIDEO)

პრემიერშიპის მეცხრე ტურში "გლოსტერი" საკუთარ კედლებში "ბრისტოლს" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით 17:18 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა: მასპინძელთაგან არგენტინელმა სანტიაგო კარერასმა ორი ლელო დადო, ხოლო "დათვებიდან" ლელოები ბრაიან ბირნიმ და ჯეიკ ჰენანმა დადეს. გუნდებიდან თითო გარდასახვა ბილი თველვთრისმა და იოან ლოიდმა გაიტანეს და ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა.

მეორე ნახევარი "გლოსტერისთვის" კარგად დაიწყო და 51-ე წუთზე ოლი თორლიმ ლელო დადო, თველვთრისის გარდასახვა კი ზუსტი არ იყო, რაც შემდგომში მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გამოდგა, რადგან სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და მინიმუმალური სხვაობით იმარჯვეს. იოან ლოიდმა 56-ე წუთზე პირველი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მეორე ჯარიმა გაიტანა და შეხვედრა "დათვების" გამარჯვებით დასრულდა.

"გლოსტერის" რიგებში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი კვესელაძემ, რომელმაც "კინგსჰოლმ სთედიუმზე" პირველად ითამაშა. 23 წლის შუამარბი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო და ამ დროის განმავლობაში ბურთი 2-ჯერ მიიღო, 1 მეტრით წაიწია წინ, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პასი და 3 ზუსტი ბოჭვა შეასრულა.

"გლოსტერმა" დაცვითი ბონუსი აიღო, 10 ქულა დააგროვა და "ვუსტერთან" ერთად ბოლო ადგილს იყოფს, თუმცა გავარდნა აღარ ემუქრება, რადგან ინგლისის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სეზონში პრემიერშიპიდან აღარავინ დაქვეითდება. 

იხილეთ სრული მატჩი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)