2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

© TamunaPhoto

"რაგბი ევროპამ" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა.

როგორც დაანონსებული გახლდათ, ტურნირი სტარტს 6 მარტს აიღებს, თუმცა მოხდა გარკვეული ცვლილებები, რაც იმითაა განპირობებული, რომ 20 თებერვალს დაგეგმილი პლეი-აუტის მატჩი ვერ შედგება. როგორც იცით, ბელგიის მთავრობამ მორაგბეთა ნაკრებს ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე რუმინეთში გამგზავრება აუკრძალა. შესაბამისად, ბელგია ბოლო ადგილზე გავიდა და სარელეგაციო მატჩში ნიდერლანდებს შეხვდება. ნახსენები ვითარების გათვალისწინებით, მატჩი 13 ივნისამდე უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ კი, 26/27 ივნისიდან ბელგია/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვება და მისი ეგიდით გასამართი გამოტოვებული შეხვედრები 6/7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი ტური მარტში გაიმართება და გუნდებს თითო კვირით დასვენება მოუწევთ, ერთი მატჩი ივნისში შედგება, ხუთი მატჩი ივლისში გაიმართება, ხოლო შეჯიბრების დასკვნითი მატჩი ბელგია/ნიდერლანდები - რუსეთი 6 ან 7 ნოემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს მარტის თვეში სამი გასვლითი შეხვედრა ელის. "ბორჯღალოსნები" 6/7 მარტს პორტუგალიას ესტუმრებიან, 13/14 მარტს ესპანეთს ეწვევიან, 20/21 მარტს რუსეთში სათამაშოდ ჩავლენ, ხოლო 27/28-ში რუმინეთს უმასპინძლებენ. საქართველო ასპარეზობას 26/27 ივნისს დაასრულებს: "ბორჯღალოსნები" შინ პლეი-აუტის გამარჯვებულს მიიღებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)