სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილი სარაგბო გამოცემა Americasrugbynews.Com იუწყება, რომ ურუგვაის ნაკრები 2021 წელს, სავარაუდოდ, პირველი დონის ორ გუნდს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელები ზაფხულის ტესტებზე უელსის ნაკრებს შეხვდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი "დრაკონებს" მსოფლიო თასს მიღმა შეხვდებიან. "ლოს ტეროსი" უელსს მონტევიდეოში 26 ივნისს ან 3 ივლისს დაუხვდება, შემდეგ კი უელსელები არგენტინაში გადაინაცვლებენ და "პუმებს" ორმატჩიან სერიაში დაუპირისპირდებიან: 10 და 17 ივლისს. ურუგვაისთვის ეს მატჩი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის გასახურებელი შეხვედრა იქნება: ისინი შესარჩევის პირველ ეტაპზე ბრაზილიას, ჩილეს, კოლუმბიას და პარაგვაის შეერკინებიან.
რაც შეეხება ნოემბრის ტესტებს, როგორც ცნობილია, ურუგვაი შემოდგომაზე ევროპისკენ აიღებს გეზს და სამ შეხვედრას გამართავს: ისინი იტალიას და რუმინეთს ესტუმრებიან, ხოლო ტონგას ნეიტრალურ ადგილას, სავარაუდოდ, ბუქარესტში შეხვდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.