სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 ერის სადისციპლინო კომიტეტმა ირლანდიის ნაკრების მესამეხაზელი პიტერ ო'მაჰონი სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
31 წლის მორკინალმა უელსთან წაგებული მატჩის (16:21) მე-13 წუთზე მასპინძელთა ბურჯ ტომას ფრანცისს სახეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც წითელიც ბარათით დაისაჯა. სადისციპლინო კომიტეტის აზრით, წითელი ბარათი საკმარისი არ იყო და აღნიშნული ქმედება 6-კვირიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ მოთამაშემ აღიარა დანაშაული, არ გაუპროტესტებია მსაჯის გადაწყვეტილება და უელსელ მორაგბეს ტრავმა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, დისკვალიფიკაციის ვადა განახევრებული იქნა.
ამრიგად, ო'მაჰონი 6 ერის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს, რომლებშიც ირლანდია საფრანგეთს, იტალიას და შოტლანდიას დაუპირისპირდება. პიტერს თამაში ბოლო ტურში ინგლისის წინააღმდეგ შეეძლება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.