ოფიციალურად: გიორგი ჯავახიამ ორიაკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გიორგი ჯავახიამ ორიაკთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ "ორიაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

24 წლის მეორეხაზელმა "ორიაკთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და შესაბამისად, ამ კლუბის ღირსებას 2023 წლის ივნისის ბოლომდე დაიცავს.

ჯავახია "ორიაკს" 2018 წელს შეუერთდა და 36 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. იქამდე კი, "ლიონის" ღირსებას იცავდა, რომლის მოსამზადებელ ცენტრში სამი წელი გაატარა და "ჟიფის" სტატუსიც მოიპოვა. მან "ლიონის" რიგებში 4 მატჩი ჩაატარა.

გიორგის საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 5 კეპი მოიხვეჭა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)