სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021 წლის 6 ერი ბოლო წლების მსგავსად დაიწყო: იტალიის ნაკრები პირველივე ტურში დიდი ანგარიშით დამარცხდა და ზედიზედ 28-ე მარცხი განიცადა. "აძური" შინ საფრანგეთთან 10:50 განადგურდა. იტალიელებს 6 ერში უკვე ხუთი წელია არ მოუგიათ: მათი ბოლო გამარჯვება ამ ტურნირზე 2015 წლის 28 თებერვალზე მოდის, როდესაც "აძურიმ" "მარიფილდზე" შოტლანდიას სძლია.
საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, იტალიამ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა, როგორც გულშემატკივრებისგან, ასევე სარაგბო ექსპერტებისგან, მათ შორის უელსის ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის სემ უორბარტონისგან, რომელმაც განაცხადა, რომ დროა 6 ერში სარელეგაციო პლეი-ოფი შემოიღონ, რათა გაირკვეს თამაშობს თუ არა ევროპის საუკეთესო გუნდები 6 ერში და შანსი მიეცეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებსაც, რათა განვითარება ყველას შეეძლოს. ანალოგიურად ფიქრობენ გულშემატკივრების უმრავლესობა, რომლებიც თვლიან, რომ იტალიამ არაერთი შანსი მიიღო და დროა, რომ მათ ხელშეუხებლობას წერტილი დაესვას და პლეი-ოფი შემოიღონ.
თუმცა, "აძურის" დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც თვლიან, რომ იტალიის ნაკრების 6 ერში თამაშთან დაკავშირებული კითხვები უადგილოა და ისინი ევროპის ელიტარულ ტურნირზე თამაშს იმსახურებენ. ერთ-ერთი მათგანი კონორ ოშია, რომელიც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2016-2019 წლებში გახლდათ, ხოლო ამჟამად ინგლისის რაგბის კავშირში მუშაობს. ოში თვლის, რომ იტალია 6 ერში თამაშს უეჭველად იმსახურებს, რადგან ამ მხრივ მის მთავარ კონკურენტ საქართველოს განუსაზღვრელად სჯობს.
"მარტივია უბრალოდ დასვა კითხვა, თუ რას აკეთებს იტალია 6 ერში, მაგრამ როდესაც შეხედავ მათ თამაშის სტილს, დაინახავ, რომ ისინი განუსაზღვრელად ჯობნიან საქართველოს. ისინი ცდილობენ, რომ ითამაშონ კარგი რაგბი ფრანკო სმიტის ხელმძღვანელობით.
კითხვები ყოველთვის იქნება, უნდა იყოს თუ არა იტალია 6 ერში. ჩემი აზრით, იტალიამ 6 ერში საკუთარი ადგილი დაიმსახურა და თუ რაგბის განვითარება გვსურს, ამ მხრივ არაფერი არ უნდა შეიცვალოს. ჩვენი საქმეა, რომ გვყავდეს ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ძლიერი წყნარი ოკეანეთის კუნძულების ქვეყნები. როგორ უნდა გავზარდოთ თამაში?
ზოგიერთ გადაწყვეტილებას შეუძლია, რომ ცუდი შედეგი მოიტანოს. ასეთი იქნება იტალიის 6 ერიდან დაქვეითება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ გაიზარდოს ისეთი გუნდები, როგორებიც არიან საქართველო და რუმინეთი, მაგრამ არ უნდა მოვკლათ სხვა ქვეყანა.
იტალია 2018 წლის ნოემბერში ფლორენციაში საქართველოს დაუპირისპირდა და 28:17 მოუგო, თუმცა ეს იყო უფრო მარტივი გამარჯვება, ვიდრე ანგარიშიდან ჩანს. იტალიას პირველი დონის გუნდები არ ეთამაშებიან მეორე შემადგენლობით და ეს თამაშები არ არის არაკონკურენტუნარიანი. საქართველოს მხრივ ასე არაა, როდესაც ეს გუნდი ტესტებზე გრანდს ეთამაშება და არ იქნებოდა, ეს გუნდი 6 ერში რომ იყოს. ტიერ 1-ის გუნდები მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებენ და ისინი 6 ერში რომ იყვნენ, მათ წინააღმდეგ 500 სხვადასხვა გადანაცვლებას გამოცდიდნენ. საქართველო დომინირებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა 6 ერი სულ სხვა კონკურენციის ტურნირია", - განაცხადა იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.