გიორგი აფციაური: "ამდენი რომ გერბინათ მთავრობასთან ახლა რომ დარბიხართ და ეძებთ შველას, გერბინათ რომ მოხვედით მაშინ უკეთესობისთვის"

გიორგი აფციაური: "ამდენი რომ გერბინათ მთავრობასთან ახლა რომ დარბიხართ და ეძებთ შველას, გერბინათ რომ მოხვედით მაშინ უკეთესობისთვის"

"ბორჯღალოსანმა" გიორგი აფციაურმა მწვავე განცხადება გააკეთა და მიმდინარე პროცესებში მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. 

მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა რაგბის კავშირის წინა მმართველი გუნდი და ის პირები, რომლებიც ირაკლი აბუსერიძის გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან. გიორგი თვლის, რომ აბუსერიძე კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და ამის წინააღმდეგ გარკვეული ადამიანები, პირადი მიზნებიდან გამომდინარე მაღალი თანამდებობების პირების ჩარევით იბრძვიან.  

"საიუზ ნერუშიმხ რესპუბლიკ სვაბოდნიხ !! რა უნდა ვქნათ .. თავს ზემოთ ძალა არაა, სადამდეც მივედით ბოლო 5 წელში კი ვხედავთ. ბატონ გოჩა სვანიძეს და მის მთელ საძმაკაცო სამეგობროს დიდი მადლობა 5 წელში ქართული რაგბის განადგურებისათვის! მარტო გოჩა არა რათქმაუნდა (4 წელი ჩემს თვალწინ გოჩიკოს რო ეძახდით მოფერებით) და მომენტს არ მაზავდით ცხელი შოკოლადი რომ მიგერთმიათ, ჭამეთ, სვით ამ 4 წელში, მაგრამ ბოლოს მიხვდით იძირება გოჩას იახტა და დაიფანტეთ. ზოგი გოჩას გინებაში, ზოგი რაში ზოგი რაში ... და დღესაც ცდილობთ .. ცდილობთ რა გაპრავეთ მართვაში და ცეხავიკობაში კაციშვილი არ გჯობიათ, თქვენი ძველი სკოლა მაინც დღეს ის დროა ქვეყანაში რო ხოდშია ჩერეზ ჩერეზ საქმების დალაგება.

გილოცავთ რესტრის პასუხს შემდეგი 4 წელი კიდე აიღებთ 4000-5000-7000 -9000 ხელფასებს ... და ამასობაში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭებს სულის გაძრომამდე აყომარებთ, აბოთავებთ )) როგორც ბოლო წლებია ... ჩემს თვალწინ რომ არ გექოთ და გედიდათ გოჩა ( გოჩიკო) როგორც თქვენ ბევრნი ეძახდით ხმას არ ამოვიღებდი .. 4 წელი კრება იყო თუ შეხვედრა არ გაგიმაზიათ გოჩიკოსთან გარშიყება) რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, რამდენიმე კაცის გამოკლებით, რომელიც მუშაობდნენ ფედერაციაში, მაგრამ სულ აფიქსირებდნენ ამ საშინელი .. გოჩიკოს და მისი ბრატვის მართვას!

5 წელიც გავიდა და ვნანობთ ბევრ რამეს თავის დროზე ამ ხალხს კანონით თუ უკანონოდ წინ რო არ აღუდექით .. დღეს რა ხდება მოიგო არჩევნები ირაკლიმ 38-10 ხმების რაოდენობა და ვაი-უი ატყდა.. ერთი ამბავი ძველებს მინდა გითხრათ, ამდენი რომ გერბინათ მთავრობასთან ეხლა რომ დარბიხართ და ეძებთ შველას, გერბინათ რომ მოხვედით მაშინ უკეთესებისთვის, მარა ზოგს მახსოვს კბილი არ ჰქონდა დღეს ჩაურიკრიკებია ოქროები ყბებში ზოგს .. ლიუბიმი მანქანა 09 ქონდათ დღეს გადაცვალეს ჯიგრებმა ჯიპებში )) სიტყვა ნეპოტიზმი სადმე თუ მოსატანია თქვენ გიხდებათ ყველაზე ეშხიანად გამოიყურებით ამ სიტყვის გარშემო..

გული მწყდება ბევრზე, ბევრი კაცად მიმაჩნდა მართლა რაგბი რომ უყვარდა სინამდვილეში, მაგრამ რაგბს ჯიბეში ხო ვერ ჩაიდებს ფული ბაბა ფულიი .. 6 ერი და ფრანჩიზა ზოგს პირზე რო აქ აკერებული წინასარჩევნო დაპირებასავით - პენსია 800 ლარი დენი უფასოო გაზი 1 თეთრი, ვინმე ხელს გიშლიდათ ფრანჩიზას თემებში ფული არ იყო, (მაგრამ საიდან იქნებოდა რაიონებიდან ნათესავები ჩამოგყავდეთ ბოლოს და ასაქმებდით) რა ვთქვა არ ვიცი, კანონით იქნება თუ უკანონოდ სულ რომ ციხეში გამიშვან, თქვენაირ არასანდო, ნეპოტიზმით გაჯერებულ მანიაკალურად სიყვარულში ჩაფლულს ფულთან, ყოველთვის შეგებრძოლებით ...

ეს ქვეყანა სამწუხაროდ ამ ეტაპზე თქვენაირების არის, დროა ეგეთი .. მარა მარადიული არაფერი არ არის ..   დღეს რეესტრი ჩაერია აბუს პრეზიდენტობის ლეგიტიმაციაში, ხვალ შსს, ზეგ პროკურატურა და გაგრძელდება სამწუხაროდ ამ რიტმში .. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში 27 წლის განმავლობაში სამართალი არ მინახია. კარგად მეყოლეთ ძირძველო ცეხავიკებო, ცეკა მუდამ თქვენს სამსახურშია .. და ბოლოს ირაკლი ლეგიტიმური პრეზიდენტია, აბუ პრეზიდენტია!! ვის მოწონს და ვის არა ეგ თქვენი ხედვა .. მარა სანამ არ ვისწავლით უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივის ცემას ... გაიხედეთ გარეთ და მიხვდებით სად ვართ))  ა ბ უ პრეზიდენტია!!!" 

შეგახსენებთ, რომ გიორგი აფციაურს საქართველოს ნაკრების რიგებში 25 კეპი აქვს მოხვეჭილი და 2015 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია. მან ბოლოს "ბორჯღალოსნების" რიგებში 2019 წლის ზაფხულში ითამაშა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)