სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს "ტელეკომპანია პირველის" და "მთავარი არხის" ეთერში რაგბის კავშირის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით სიუჟეტები გავიდა, რომლებშიც საუბარია გია ნიჟარაძის მმართველობის პერიოდში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე.
აღნიშნულ სიუჟეტებს დღეს გია ნიჟარაძე გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო სკოლებს, ყველა სარაგბო კლუბს, ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, 7 კაცა და 15 კაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ყველა ვეტერან მორაგბეს და ბორჯღალოსანს, ქართული რაგბის ერთგულ გულშემატკივარს და ყველას, ვისაც მცირედი, თუ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი რაგბისა და ჩვენი საყვარელი ქვეყნის სამსახურში.”
“გარკვეულ საინფორმაციო საშუალებების ეთერში ა.წ. 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ეხებოდა ქართულ რაგბიში შექმნილ მდგომარეობას და ბრალდებებს ჩემს მიმართ.”
“ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, არ ვაპირებ ზემოთხსენებულ საკითხებზე პასუხის გაცემას და დისკუსიაში ჩართვას. ასევე დავამატებ,რომ “ბრალმდებელი” მხარის დიდი მეცადინეობის (საჩივრები და ა.შ,) შედეგად, სათანადო სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს კანონით გათვალისწინებული მოკვლევა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მეც და საზოგადოებაც უნდა დაველოდოთ ამ უწყებების საბოლოო დასკვნებს.”
“ვიტოვებ უფლებას, რომ სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, იმ დროს და იმ ფორმით, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ, ჩემს მიმართ “ოპონენტების” მხრიდან სიბინძურის და ცილისწამების ნიაღვარს გავცე პასუხი, რასაც ვერიდებოდი უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, რამდენად მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისა და ჩემთვის პირადად. ამას არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამეზიანებინა ქართული რაგბის ინტერესები. ამასთან ერთად, იმის შეფასებასაც გავაკეთებ, თუ რა და ვისი მიზეზებით მივედით დღევანდელ, ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის არანორმარულ, დამანგრეველ და აბსოლუტურად მიუღებელ მდგომარეობამდე.”
“ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.”
“საუკეთესო სურვილებით, ქართული რაგბის წარმატებებისა და დიდი გამარჯვებების მოლოდინით.”
გიორგი ნიჟარაძე
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.