სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათ-კვირას 6 ერის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. შესაბამისად, ორშაბათს 2021 წლის პირველი ცვლილებები აისახა "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში.
ინგლისი საკუთარ მოედანზე შოტლანდიასთან დამარცხდა, რითაც ორი სარეიტინგო ქულა დაკარგა და მეორედან მესამე პოზიციაზე დაქვეითდა. ედი ჯონსის შეგირდებმა ახალი ზელანდია გაუშვეს წინ. თავის მხრივ, შოტლანდიამ ორი ქულა მოიპოვა. მართალია "ნარშავები" მეშვიდე საფეხურზე დარჩნენ, მაგრამ ავსტრალიას 0.26 ქულითღა ჩამორჩებიან.
უელსმა შინ ირლანდია დაამარცხა, რომელმაც 65 წუთზე მეტი 14 კაცით ითამაშა. "დრაკონებმა" 1.23 ქულა მოიხვეჭეს, რითაც 80.59 ქულა დააგროვეს და მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლეს. უელსმა არგენტინას გადაუსწრო. გარდა ამისა, ესპანეთმა შინ პორტუგალია დაამარცხა და 0.19 ქულა შემატა აქტივს და მე-16 ადგილზე მყოფ აშშ-ს მიუახლოვდა, რომელსაც 0.39 ქულით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ძლევით სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა, ისევე როგორც საფრანგეთმა იტალიის განადგურებით.
განახლებული მსოფლიო რეიტინგი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.