სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 ერის პირველ ტურის დასკვნით მატჩში უელსმა ირლანდიას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 21:16 იმარჯვა.
ირლანდიელთათვის შეხვედრა საშინლად დაიწყო: საწყის 20 წუთში ორი უპასუხო ჯარიმა გაუშვა და რაც მთავარია, მე-13 წუთზე წითელი ბარათით ერთ-ერთი ლიდერი, მესამეხაზელი პიტერ ო'მაჰონი გაუძევეს, რომელმაც გადაყრის მცდელობისას მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა და "სამყურები" 65 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში 14 კაცით დარჩნენ.
მიუხედავად ამისა, ირლანდიელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და პირველი ტაიმის დასკვნითი 20 წუთი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს: ჯერ ჯონათან სექსტონმა გაიტანა ორი ჯარიმა, ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კი ტად ბერნიმ ლელო დადო, რომელიც სექსტონმა გარდასახა და ტაიმი ირლანდიელთა სასარგებლოდ 6:13 დასრულდა.
უელსმა მეორე ტაიმში გამოიღვიძა და რიცხობრივი უპირატესობა მაინც გამოიყენა. უეინ პივაკის შეგირდებმა მეტოქეს საწყის 25 წუთში 15 უპასუხო ქულა გაუტანეს: 48-ე წუთზე სხვაობა ჯორჯ ნორსმა ლელოთი შეამცირა, ათ წუთში კი ლუის რის-ზემიტმა მეორე ლელოთი უელსი წინ გაიყვანა, გარდასახვა კი ლი ჰალფპენიმ გაიტანა, რომელმაც ხუთ წუთში ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და "დრაკონები" რვა ქულით გავიდნენ წინ.
დარჩენილ დროში ირლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს. ისიც უნდა ითქვას, რომ "სამყურებს" მინიმუმ გათანაბრების ან სულაც მოგების შანსი მინიმუმ ორჯერ ჰქონდათ, თუმცა ჯერ სექსტონმა ვერ გადაიტანა ბურთი აუტში, შემდეგ კი ბილი ბარნსმა. აღსანიშნავია, რომ უელსს მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჰქონდათ შერკინება, ბურთიც გამოიტანეს, მაგრამ შენარჩუნების და აუტში გადაგდების ნაცვლად, ფეხით მეტოქის 22-ში შეაცურეს ბურთი, რაც კინაღამ ძვირად დაუჯდათ: ირლანდიელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, შემდეგ კი უელსელები დაჯარიმდნენ და ირლანდიელებს შეეძლოთ, რომ მასპინძელთა 22-დან უმწვავესი შეტევა განეხორციელებინათ, მაგრამ როგორც ვთქვით, ბარნსმა სათამაშო ზონას გადააცილა და ამით მატჩი დასრულდა - 21:16.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.