6 ერი: 1983 წლის შემდეგ პირველად - შოტლანდიამ გასვლაზე ინგლისი დაამარცხა (+VIDEO)

6 ერი: 1983 წლის შემდეგ პირველად - შოტლანდიამ გასვლაზე ინგლისი დაამარცხა (+VIDEO)

6 ერის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები "თვიქნემზე" შოტლანდიას დაუხვდა და მოულოდნელად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშანსოდ დამარცხდა.

შოტლანდიელებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, მეტოქეს თამაშით აშკარად აჯობეს და სალელოვე შანსი არ შეაქმნევინეს. მატჩის ერთადერთი ლელო სამხრეთაფრიკელი ფესვების მქონე ფრთის დუჰან ვან დერ მერვეს ანგარიშზეა, ხოლო დანარჩენი ქულები ჯარიმებით გავიდა. ოუენ ფარელმა და ფინ რასელმა ორ-ორი ზუსტი ჯარიმა გაიტანეს. გარდა ამისა, სტიუარტ ჰოგმა და ფინ რასელმა მეორე ტაიმში თითო ჯარიმა ააცილეს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ ჰოგი დასახელდა - 6:11.

ამრიგად, შოტლანდიის ნაკრებმა ინგლისი გასვლაზე 1983 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა და "თვიქნემზე" 38-წლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)