სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუსეთთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს ზურაბ ჟვანია უბრუნდება, რომელმაც ბოლოს "ბორჯღალოსნების" რიგებში 2019 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაშია. როგორც იცით, ლევან მაისაშვილმა გაფართოებულ შემადგენლობაში 10 დებიუტანტი შეიყვანა, თუმცა რუსეთთან მატჩში მხოლოდ ერთი დებიუტი შედგება - "ბიარიცის" ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მარქაფაშია და მეორე ტაიმში ზურაბ ჟვანიას შეცვლის. მეორე ხაზში ერთად პირველად ითამაშებენ ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია. ასევე საინტერესოა მიხეილ გაჩეჩილაძის ძირითადში ყოფნა, რომელიც 2018 წლის ივნისის შემდეგ სასტარტოში პირველადაა. უკანა ხაზში კი, აღსანიშნავი 18 წლის დავით ნინიაშვილის სასტარტოში ყოფნაა, რომელიც მესამე კეპის მოიხვეჭს, ხოლო ძირითადიდან თამაშს პირველად დაიწყებს.
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. დავით ნინიაშვილი (2 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), 13. თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა);
შერკინება
1. ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (6 კეპი), 5. გიორგი ჯავახია (4 კეპი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა), 17. გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), 18. გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა), 19. დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), 20. გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა).
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო - რუსეთს ეთამაშება, 7 თებერვალს 15 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. შეხვედრა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.