სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გამოცდილმა ქართველმა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა "სტად ფრანსესთან" მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და "სტად ჟან ბუენზე" 2022 წლის ივნისის ბოლომდე ითამაშებს.
ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, კაკოვინმა მცირე კომენტარი გააკეთა: "აქ 6 თვის წინ ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვცხოვრობ. სპორტულად კარგად ვგრძნობ თავს და სრულად ვგრძნობ მწვრთნელთა ნდობას."
31 წლის კაკოვინი "სტად ფრანსეს" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "რასინგ 92"-დან შეუერთდა და 11 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. სულ კი ტოპ 14-ში 154 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ვასილმა საქართველოს ნაკრების რიგებში 25 კეპი აქვს მოხვეჭილი და 1 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა, ხოლო უკანასკნელად ბორჯღალიანი კვართი 2016 წელს მოირგო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.