რაგბი ევროპა: ბელგიას წაგება ჩაეთვალა, 2021 წლის ტურნირის კალენდარში გარკვეული ცვლილებები მოხდება

რაგბი ევროპა: ბელგიას წაგება ჩაეთვალა, 2021 წლის ტურნირის კალენდარში გარკვეული ცვლილებები მოხდება

"რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭო დისტანციურად შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბელგიის ნაკრებს რუმინეთთან ტექნიკური წაგება 0:28 ჩაეთვლება. 

ეს მატჩი 7 თებერვალს რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბელგიის ხელისუფლებამ მორაგბეთა ნაკრებს რუმინეთში გამგზავრების უფლება არ მისცა. შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1) ბელგიას მარცხი ჩაეთვალა. ბელგია ჩაეწერება ნულოვან ქულა, ხოლო რუმინეთს ჩაეთვალა გამარჯვება 28:0 და ჩაიწერა 5 ქულა;

2) 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი, რომელიც უკვე დადასტურებულია, რომ ბელგიას და ნიდერლანდებს შორის შედგება, უნდა ჩატარდეს 2021 წლის 13 ივნისამდე;

3) თუ რომელიმე გუნდი რაიმე მიზეზით ვერ შეძლებს თამაშს, მოგზაურობას ან მატჩის მასპინძლობას 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში და პლეი-ოფში, ჩაეთვლება წაგება;

4) 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ძირითადი პრინციპები, რომელსაც დირექტორთა საბჭომ კენჭი უყარა, უცვლელი რჩება. 2021 წლის ტურნირის პირველი მატჩები 6/7 მარტს გაიმართება და გაგრძელდება მარტის და ივლისის საერთაშორისო ფანჯრების ჩათვლით;

5) პლეი-ოფის გამარჯვებული (ბელგია ან ნიდერლანდები - ავტ.) 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს 2021 წლის ივლისის და ნოემბრის საერთაშორისო ფანჯრებზე ჩაატარებს, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულდება;

6) 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სრული განრიგი გამოცხადდება 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

ამრიგად, გუნდებს პლეი-ოფის გამარჯვებულთან თამაში მოგვიანებით მოუწევთ და შესაძლოა, საქართველოს ნაკრების კალენდარშიც გარკვეული ცვლილებები მოხდეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)