ქართველმა მორაგბეებმა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს - რუსეთი 28 კაცით მოდის

ქართველმა მორაგბეებმა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს - რუსეთი 28 კაცით მოდის

© TBC BANK - თიბისი ბანკი 

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა იმ 28 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც თბილისში საქართველოს წინააღმდეგ მატჩისთვის ჩამოვლენ. 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ რუსების რაზმში არ არიან ქართველი მორაგბეები: ყაზანის "სტრელას" 28 წლის ბურჯს ნიკოლოზ კაზალიკაშვილს, ფრანგული "კასტანის" (ფედერალ 1) 25 წლის ბურჯს შაკო ოდიშარიას და ფრანგული "ბანერეს" (ფედერალ 1) 25 წლის ბურჯი გიორგი როყვა, რომლებსაც რუსეთის ნაკრების თამაშის უფლება ჰქონდათ და ამ წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც მათმა წინამორბედებმა, ძმებმა ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებმა, მათაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადეს. 

რუსეთის ნაკრების რიგებში დებიუტი ექნება "ნარბონას" 19 წლის შუამარბ ლუკ ბროკასს, რომელსაც დედა რუსი ჰყავს და "დათვებში" თამაშის უფლება ამ გზით მოიპოვა. სხვა მორაგბეები რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ. განაცხადში არ არიან ინგლისური "სეილ შარქსის" ბურჯი ვალერი მოროზოვი და ფრანგული "გრენობლის" მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო - რუსეთს ეთამაშება, 7 თებერვალს 15 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. შეხვედრა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)