სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ხვალ, ხუთშაბათს 14 საათზე იუსტიციის სახლთან აქციას გამართავენ.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის მხარდამჭერები თვლიან, რომ აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა 30 დეკემბერს კანონიერად მოხდა და საუბრობენ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის რაგბის კავშირის საქმიანობაში ჩარევაზე. მათი თქმით, ისინი უსამართლობაზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.
"თუ ქართული რაგბის მომავალზე გული შეგტკივა, შემოგვიერთდი ხვალ, 14:00, იუსტიციის სახლის წინ, გამაფრთხილებელ აქციაზე! ჩვენი მოთხოვნაა - რაგბი მორაგბეებს! #მხარდაჭერა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ირაკლი აბუსერიძეს!", - ვკითხულობთ ღონისძიების განცხადებაში.
ამავდროულად, ხვალ 15 საათზე საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის საჩივარს განიხილავს, რომელში მონაწილეობას თავად აბუსერიძე, გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი, ძველი გამგეობის და ახალი გამგეობის ყველა წევრი მიიღებს.
როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის თვლის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძე და მისი გუნდი თვლიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრეს. საჯარო რეესტრს პასუხის გაცემის ბოლო ვადად 21 თებერვალი აქვს განსაზღვრული.
31 იანვარს რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა ჩაატარა, არ დაელოდა რეესტრის გადაწყვეტილებას და ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს დანიშნა, რაც აბუსერიძის გუნდის წევრებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილებას უკანონო და არალეგიტიმური უწოდეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.