სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სვანიძე პროკურატურაში გუშინ დაიბარეს, თუმცა ის პროკურატურაში არ გამოცხადდა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით არჩია. სვანიძე პროკურატურამ აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოწმის სტატუსით დაიბარა, რომელშიც რაგბის კავშირის მმართველობას თანხების და უძრავი ქონების არამიზნობრივ გაფლანგვაში ედავებოდნენ. გამოძიება 2020 წლის 2 მარტიდან მიმდინარეობდა, ეს სვანიძისთვის ცნობილი იყო და ელოდა, რომ გამოკითხვისთვის უწყებიდან აქამდეც დაუკავშირდებოდნენ, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიბარა ის პროკურატურამ მაინცდამაინც საჯარო რეესტრის მიერ ირაკლი აბუსერიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხვის განხილვის წინადღეს.
ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც დღეს სვანიძის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილნი, ამ ფაქტს გარკვეულწილად ზეწოლად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ სვანიძის პროკურატურაში დაბარება გუშინდელ სკანდალურ განცხადებებს შეეხება, რომლებშიც მათ რაგბის კავშირის საქმიანობაში ჩარევაში მაღალი თანამდებობის პირები ამხილეს. მეორე მიზეზად კი საჯარო რეესტრის ხვალინდელი განხილვა დაასახელეს.
"თუ დამნაშავე იყო, აქამდე უნდა დაეჭირათ. ფაქტია, რომ გუშინ გავაკეთეთ განცხადება სახელმწიფო პირების წინააღმდეგ და დღეს წავიდა წნეხი ყველაზე, ჩვენზე და აგერ გოჩაც დაიბარეს აქ", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემ.
"პირდაპირ ვუკავშირებ საჯარო რეესტრის ხვალინდელ განხილვას. არ ვიცი ზეწოლის მეთოდები როგორია, ახალი მეთოდებით წინადღეს იციან ხოლმე დაბარება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ამბავთანაა დაკავშირებული. გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, მიხეილ ჩხენკელი და კიდევ სხვებიც არიან. 2-3 დღეში კიდევ ახალ გვარებს დავასახელებთ. ყველა ერევა, პირდაპირ ერევიან რაგბის კავშირის საქმიანობაში. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს წნეხის ქვეშ ამყოფებენ, არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებს აღებინებენ და კანონზე მაღლა დგანან", - თქვა ვეტერანმა მორაგბემ ბობა კვინიხაძემ.
გოჩა სვანიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ კლუბებს, რომელთაც მისი მმართველობის პერიოდზე და გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით ეჭვი გააჩნდათ, მისი გადადგომის შემდეგ თავად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ენახათ მისი მმართველობის პერიოდში კავშირის ფინანსური საქმიანობა და მათ ვერანაირი კორუფციის ნიშანი ვერ აღმოაჩინეს. სვანიძის თქმით, იმ 4 წელში, როდესაც ის ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო, არანაირი ფინანსური გადაცდომა არ არსებობდა, ეს ვერავინ ნახა და შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს.
"დასვეს ის კითხვები, რომლებიც მიიჩნეს საჭიროდ, რაღაცა მომეწონა ამ კითხვებიდან, რაღაცა არა. ერთი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს განმარტებები მიეღოთ? რაგბის კავშირში კრიმინალის თვალსაზრისით არის ყველაფერი სწორად, ანუ ჩემი მმართველობის პერიოდში არანაირ კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
"გამოძიებას გააჩნდა მის მიმართ ლოგიკური კითხვები. ბატონი გოჩასგან დაფიქსირდა შესაბამისი პასუხები, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას ჩასატარებელი აქვს შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და გრძელდება საქმეზე გამოძიებას. გამოძიება სწავლობს აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერების საკითხს და აგრეთვე უძრავი ქონებების განკარგვის საკითხს", - განაცხადა პროკურორმა პაპუნა კერესელიძემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.