სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები 7 თებერვალს თბილისში რუსეთს ეთამაშება, მსაჯი მეორედ შეიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record.Pt და რუსულენოვანი პორტგალი Rugger.Info ავრცელებენ.
ზემოხსენებული გამოცემების თანახმად, საქართველო - რუსეთის მატჩს პორტუგალიელი მსაჯი პაოლო დუარტე განსჯის. დუარტეს საკმაოდ დიდი ხანია, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არ უმსაჯია. მან რაგბი ევროპაზე უკანასკნელად 2012 წლის 31 მარტს ბუქარესტში გამართულ მატჩში იმსაჯა, რომელშიც რუმინეთმა უკრაინას უმასპინძლა და 71:0 გაანადგურა. პორტუგალიელი არბიტრი 7-კაცა რაგბიში მაღალ დონეზე მსაჯობს და მსოფლიო სერიების მატჩებს უძღვება.
როგორც იცით, საქართველო - რუსეთის მატჩი რუმინულ სამსაჯო ბრიგადას უნდა ემსაჯა: მთავარი არბიტრი ალექსანდრუ იონესკუ უნდა ყოფილიყო, ხოლო კიდეებიდან კრისტიან შერბანს და რადუ პეტრესკუს უნდა ემსაჯათ. მსაჯების ჩანაცვლების მიზეზი კი რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ეპიდემილოგიური ვითარების გაუარესების გამო, არბიტრებს რუმინეთის დატოვება აუკრძალა.
ასევე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საქართველო - რუსეთის დაპირისპირებას ფრანგი მსაჯები უნდა მომსახურებოდნენ: მთავარი არბიტრი 31 წლის პიერ ბრუსე უნდა ყოფილიყო, ხოლო კიდეებიდან სებასტიან მინერი და კრისტოფ ბატსი უნდა დახმარებოდნენ, თუმცა ისინი რუმინელმა მსაჯებმა ჩაანაცვლეს, რისი მიზეზიც უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ისიც ეპიდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რომელიც საფრანგეთში განსაკუთრებით გამკაცრდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.