სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკმა" პრო დ2-ის მეთვრამეტე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ფიგურირებს საქართველოს ნაკრების და "ორიაკის" მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. "ორიაკმა" შაბათს "ოიონა" საკუთარ მოედანზე 22:16 დაამარცხა. ჯავახია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. მან 33-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა შვიდ წუთში უკან დაბრუნდა და კიდევ 20 წუთი ითამაშა. ქართველი მხტომელის თამაშს "მიდი-ოლიმპიკმა" მაღალი შეფასება მისცა და ის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
გიორგი ჯავახიას საქართველოს ნაკრების კვართით 4-ჯერ უთამაშია და რუსეთთან 7 თებერვალს გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.