საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ილია მაისურაძე დაემატა

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ილია მაისურაძე დაემატა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 

მაისურაძე გიორგი ჩხაიძესთან ერთად შერკინებას ავარჯიშებს.

"ილია მაისურაძე და გიორგი ჩხაიძე ფუნქციებს გაინაწილებენ და შერკინებასთან ერთობლივად იმუშავებენ. ილია გამოცდილი სპეციალისტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობს იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა. 

შემოდგომის ერთა თასის მსგავსად, "ბორჯღალოსნების" შეტევის მწვრთნელი ირლანდიელი ნილ დოკი იქნება, ხოლო უკანა ხაზს მაისაშვილის ასისტენტი ბესიკ ხამაშურიძე ავარჯიშებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)